მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იყო რაღაც პატარა კრიზისები, მაგრამ გადაიარა. ჩემთვის სიმშვიდეა - ბექა ხოფერია

ბექა ხოფერია

„აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელი ბექა ხოფერია ამბობს, რომ სამშენებლო სექტორში განსაკუთრებული გამოწვევები არაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. "მოვისმენთ, გამოვალთ და გეტყვით" - განუცხადა ბიზნესმენმა ჟურნალისტებს.

BMG-ის კითხვაზე წუხს თუ არა ბიზნესი რამეზე, თუნდაც დეველოპმენტში, რაზედაც პრემიერთან საუბარს აპირებს ბექა ხოფერია პასუხობს: "განსაკუთრებული არაფერი. იყო რაღაც პატარა კრიზისები, მაგრამ გადაიარა. რომ გამოვალ მერე გაგცემთ პასუხს. [სამშენებლო ბიზნესში] ჩემთვის სიმშვიდეა".

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. დაწყებამდე ბიზნესმენების ნაწილმა მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთა, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი შეფასებებისგან თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები