ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს. ამის შესახებ თავად იზორიამ Post TV-ის ეთერში განაცხადა.
„ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლების შესახებ, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი საკითხების მოსაგვარებლად“, - განაცხადა იზორიამ.
ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა