ჯაბა სამუშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. რექტორის არჩევნები დღეს გაიმართა. საქმე ის არის, რომ რექტორობის კანდიდატად მხოლოდ ჯაბა სამუშია იყო დარეგისტრირებული.
ჯაბა სამუშია, რომელიც ამ დრომდე რექტორის მოვალეობას ასრულებდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.