"მაესტროს" გადაწყვეტილებას გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.
"ჩემი აზრით ბიზნესკონტაქტი იყო საუკეთესო გადაცემა ბიზნესზე/ეკონომიკაზე არა მხოლოდ მაესტროზე, არამედ ზოგადად ქართულ ტვ-მედია სივრცეში.
არ ვიცი რა რეიტინგი ჰქონდა და რამდენად მომგებიანი პროექტი იყო, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ამ მაჩვენებლებით არ უნდა ყოფილიყო მაესტროს სხვა გადაცემებზე ნაკლები.
მაღალი ალბათობით უკეთესიც იყო.
ჰოდა, მაესტროს მფლობელებთან თუ დეფაქტო მმართველბთან მაქვს კითხვა - ბიზნესკონტაქტს რომ ხურავთ (მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით), უკეთესს რას ტოვებთ?", - წერს ჯაფარიძე.
"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას“ გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.
"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას“ გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

























