მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaguar Land Rover-მა სამეფო ორდენის ჯილდო მიიღო

კომერც
28.05.24 14:27
76

Jaguar Land Rover იმ 145 კომპანიას შორისაა, რომლებიც ბრიტანეთის სამეფო ორდენის საპატიო სიაში მოხვდნენ. ეს ჯილდო წარმოადგენს მეფე ჩარლზ III-ის სამეცნიერო კვლევის გრანტს, რომლის მიღებაც ბრიტანული ბრენდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საკითხია.

უკვე თითქმის 900 წელიწადია, სამეფო გრანტი ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო აღიარებას წარმოადგენს მსოფლიოში და მიუთითებს იმას, რომ ბრენდის პროდუქტი ან მომსახურება სრულყოფილია. კომპანიები, რომლებიც ამ ჯილდოს ფლობენ, მომსახურების უმაღლესი სტანდარტებით, ხარისხიანი პროდუქტითა და ოსტატობისადმი ერთგულებით არიან ცნობილი.
შესაბამისად, JLR, რა თქმა უნდა, ამაყობს ამ ჯილდოს ფლობით და იმედოვნებს, რომ სამეფო სახლის მხრიდან ამ მხარდაჭერასა და დაფასებას მუდმივად შეინარჩუნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად Land Rover-მა სამეფო ორდენი 1951 წელს მეფე ჯორჯ VI-ის მიერ მიიღო.

JLR ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ავტოინდუსტრიაში და ამჟამად მსოფლიოს 120 ქვეყნის ბაზარს ემსახურება. საქართველოში ბრენდს ოფიციალურად „ჯი-თი მოტორსი” წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები