ჟაკლინ კენედის ოჯახის პემპტონში მდებარე ყოფილი აგარაკი 7.5 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Fox Business- ავრცელებს.
როგორც Sotheby’s International Realty-ის წარმომადგენელი პაულა ბატლერი აცხადებს, სახლი, სადაც ჟაკლინ კენედიმ ბავშვობა გაატარა, 400 კვადრატული მეტრია და განთავსებულია 6 საძინებელი და ამდენივე სააბაზანო ოთახი. სახლს აქვს ვერანდა, ატრიუმი, ტერასა; კედლებში ჩაშენებულია წიგნის თაროები. სახლი კლასიკური ელემენტებით გაფორმებული ინტერიერისგან შედგება.
სამსართულიანი სახლი 1895 წელსაა აშენებული. ზაფხულის განმავლობაში ჟაკლინის მშობლებს ხშირად სტუმრობდნენ ოჯახის მეგობრები, სადაც ხშირად იმართებოდა ცხენბურთის მატჩები.
აგარაკი მხატვარმა ადოლფ გოთლიბმა 1960 წელს შეიძინა და დღემდე მის მფლობელობაშია.