მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JAMBO განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - რას გულისხმობს ცვლილებები?

სულ ცოტა ხნის წინ, ბაზარზე გამოჩენილმა ახალმა ბრენდმა JAMBO-მ ყავის მოყვარულებს განსხვავებული გამოცდილება შესთავაზა. ნიკორას 300-მდე სუპერმარკეტში განთავსებული ყავის თვითმომსახურების ბოქსების საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ახლად მოხალული მარცვლებით მომზადებული, მაღალი ხარისხის ყავა ხელმისაწვდომ ფასად მიეღოთ.

ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, რაც გაყიდვების მაჩვენებლებზეც აისახება — დღემდე JAMBO-ს მილიონზე მეტი ჭიქა ყავა აქვს გაყიდული.

ბოლო პერიოდში ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მომხმარებლებს ყავის სახლში მომზადების შესაძლებლობაც შესთავაზა. ნიკორას სუპერმარკეტებში უკვე ხელმისაწვდომია JAMBO-ს ახლად მოხალული ყავის მარცვლები 250-გრამიან და 1-კილოგრამიან შეფუთვებში, ასევე თურქულად დაფქული ყავა 80-გრამიან შეფუთვაში.

რა დგას JAMBO-ს სწრაფი ზრდის უკან, როგორ შეძლო ბრენდმა ხარისხიანი ყავის ხელმისაწვდომობის გაზრდა და რა სიახლეებს გეგმავს განვითარების ახალ ეტაპზე?

სტუმრები: თათია ზარქუა - ჯამბოს გენერალური დირექტორი;

ცოტნე ჟამუტაშვილი - ყავის მთავარი ტექნოლოგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები