მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯამური უნაღდო დანახარჯები მზარდია - TBC Capital

თიბისი უნაღდო
23.09.24 13:53
685

2024 წლის აგვისტოში, ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული პუბლიკაციის მიხედვით, აგვისტოში TBC ბანკის არხებით უნაღდო ანგარიშების ზრდის ტემპმა 31% შეადგინა. ხოლო, ტრანზაქციების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.

სურსათის წლიური დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო თიბისი ბანკის არხებით საშუალო ტრანზაქციების მოცულობა 16 ლარს გაუტოლდა.

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად კვლავ იზრდება. სასტუმროებში როგორც წლიური უნაღდო დანახარჯები, ასევე ტრანზაქციის საშუალო ზომა გაზრდილია.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა.

რესტორნებში უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა კვლავ დადებითია. ტრანზაქციის საშუალო ღირებულება გაიზარდა.

ჯამური უნაღდო დანახარჯები მზარდია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები