მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე იხარჯება - TBC Capital

სურსათის ბანკი

TBC Capital-მა მიმდინარე წლის მაისის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე იხარჯება.

კერძოდ, 2025 წლის მაისში, "თიბისი ბანკის" არხებით, რესტორნებზე დახარჯულმა წილმა ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 16% დაიკავა, ხოლო სურსათზე დანახარჯების წილმა 28% შეადგინა.

ამავე პერიოდში, სურსათზე უნაღდო დანახარჯებში, "თიბისი ბანკის" არხებით, წლიური 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციის ზომა 16 ლარია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 8%-ს უტოლდება.

რაც შეეხება ჯამურ უნაღდო დანახარჯების წლიურ ზრდას, TBC Capital-ის მიხედვით, ის დადებითია. კერძოდ, 2025 წლის მაისში, „თიბისი ბანკის“ არხებით. ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რეზიდენტების წილი 86%, ხოლო არარეზიდენტების წილი 14%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები