მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟან-ფრედერიკ პოლსენი: ჩვენთვის უმთავრესი საინვესტიციო საბჭოს დამოუკიდებლობაა

5d2358a5d682b
შოთა ტყეშელაშვილი
08.07.19 20:15
2165
დღეიდან, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ფრანგი ფინანსისტი ოლივიე რუსსო უხელმძღვანელებს. საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი. მისი თქმით, საბჭოს საქმიანობის უმთავრესი წინაპირობა, მისი სრული დამოუკიდებლობაა.

"ჩვენ გავმართეთ საინვესტიციო საბჭოს პირველი შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბჭო შეიკრიბა და დაკომპლექტდა ასეთი გამოცდილი კადრების მეშვეობით. მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენთვის, როგორც ბორდის წევრებისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ჩვენს გადაწყვეტილებებში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს ვიმსჯელეთ და მინდა, რომ დამოუკიდებლობის საკითხს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი,"- ამბობს ჟან ფრედერიკ პოლსენი.

8 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სისტემაში 831,000 ადამიანი არის გაწევრიანებული. სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, დღემდე სისტემიდან მონაწილეთა 13% გავიდა. 

"დღევანდელი მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სისტემაში გაწევრიანებული არის 831,000 ადამიანი და აქედან დაახლოებით, 13%-მა დატოვა საპენსიო სისტემა. ზუსტად არ მახსოვს მათგან რამდენი არის საჯარო და რამდენი არის კერძო, საჯარო ნაკლებია, ვიდრე - კერძო. 

ეკონომიკის სექტორი ბევრია, ჩემი აზრით, საქართველოში არის მომგებიანი სექტორები, საიმედო სექტორებიც. ასეთი არის მაგალითად ენერგეტიკა, სატელეკომუნიკაციო სექტორი, ლოგისტიკური სექტორი, საბანკო სექტორიც მათ შორის. ჩემი აზრით, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა სავსებით მისაღწევია, რომ იყოს კარგი ამონაგები და დაბალი რისკი,"- ამბობს სურგულაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები