მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული"

5864b9a62055d
BM.GE
29.12.16 11:21
1176
"2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა კაცზე მეტმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით“, ჯანდაცვს სფეროზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მტავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია.

"რა თქმა, უნდა ჩვენ ამ პროგრამებს 2017 წელსაც გავაგრძელებთ, თუმცა ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა მეორე - ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა.

რა თქმა უნდა, ამ მიღწევების ჩამოთვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ მათ ამ მდგომარეობას და ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის სრულიად მატერიალური და პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები