მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯანდაცვის ჯგუფის და ფარმადეპოს გაერთიანების საკითხის შესწავლას კონკურენციის სააგენტო მალე დაასრულებს"

584a6e87eed57
BM.GE
09.12.16 12:41
1414
კონკურენციის სააგენტო საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ფარმადეპოსთან გაერთიანების საკიტხზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე დასრულდება, რათა სფეროს ბიზნეს სუბიექტებს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ.

"ჩვენ უნდა შვეისწავლოთ ეს საკითხი რომელიც სააგენტოში შემოსულია, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ერთიანდება მეორესთან, რაც რეალურად გამოიწვევს გამსხვილებას, მაგრამ მე პირობას გაძლევთ რომ ამასაც მალე დავასრულებთ, ვიდრე ამას კანონმდებლობა ითვალსიწინებს, რათა ხელი არ შეეშალოს პროცესს და იმ ბიზნეს აგენტების საქმიანობას რომლებიც ამ გარიგებაში არ არიან“, - განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს ყიდვას გეგმავს. საქართველოში სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კოპმანიის შეძენით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი) ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები