მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "თამბაქო გაცილებით უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ნარკოტიკი"

58ad7e87c930a
სალომე მეცხვარიშვილი
22.02.17 16:45
1954
"ის, რომ სიგარეტი აკრძალული არ არის, არ ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი არ არის მომაკვდინებელი. გაცილებით უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ნარკოტიკი, რომელსაც დიდი ამბით ვებრძვით. დამერწმუნეთ თამბაქო გაცილებით უფრო მავნე და მზაკვარი ნარკოტიკია, მზაკვარი მკვლელია, ვიდრე ნარკოტიკი",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს.

ასე ეხმაურება დეპუტატი თამბაქოს შესახებ კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება თამბაქოს მოწევა, ასევე, სრულად იკრძალება სიგარეტის რეკლამირება. მისი თქმით, როდესაც მწეველი უფლებებზეა საუბარი, ყველა ადამიანის უფლება წყდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები და როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება, სწორედ ასეთ შემთხევასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სხვა ბიზნესებს, რომლებიც თამბაქოს ბიზნესთან არის დაკავშირებული და შემოსავლები სწორედ მისი მეშვეობით აქვს -  უმრავლესობის წევრი აღიარებს, რომ თამბაქოს რეკლამის აკრძალვით თანხები განსაკუთრებულად შეუმცირდებათ სარეკლამო კომპანიებს, თუმცა, მათ გამოსავალი უნდა იპოვონ და თამბაქოს რეკლამა სხვა რეკლამით ჩაანაცვლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები