დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მისივე ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციას საპარლამენტო და აღმასრულებელის ხელისუფლების, ასევე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ იმართება.