მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის მინისტრი კოლეგებს საჯაროდ მიმართავს

5f52107f49401
BM.GE
04.09.20 14:00
1456
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს საჯაროდ მიმართავს. განცხადების ტექსტი ჯანდაცვის სამინსიტრომ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მოგესალმებით , ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს , ექიმებს, კოლეგებს!
ამ სახის კონფერენციები , ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე , მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.
ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლათფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩვენ, ექმიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს,პანდემიასთან ბრძოლისას, წესების დაცვაში.
წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“-ნათქვამია წერილი.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ჩაქვში სასტუმრო "ოაზისში" სამედიცინო კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა. კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები