მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის მინისტრი პირბადეების გამოყენებაზე ღონისძიებების გამკაცრებას აანონსებს

5f84089331775
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 11:45
2358
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად დამატებით შეზღუდვების ამოქმედებაზე საკოორდინაციო საბჭო, ჯერჯერობით, საუბრობს და გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მთავრობა პირბადეების ტარებაზე ღონისძიებების გამკაცრებას გეგმავს.

„პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება და ამ მიმართულებით ვთვლით, რომ ღონისძიებები გამკაცრდება. რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღეს ამ პრობლემის მოგვარების ნომერ პირველ გადაწყვეტას, ვინაიდან ვითვალისწინებთ როგორც თბილისის სიმჭიდროვეს, ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. აჭარასა და თბილისში ყოველი ღონისძიების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები