მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: "რემდესივირი" საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოვა

5fcf392e05305
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.20 12:46
552
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირი" საქართველოში თვის ბოლომდე შემოვა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თვის ბოლომდე "რემდესივირი" ადგილზე იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მედიკამენტით მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. აქაც არის მნიშვნელოვანი პროცედურები გასავლელი, რომელსაც ვერ დავარღვევთ და, შესაბამისად, მივყვებით მსოფლიიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს, რის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება და ტრანსპორტირება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, "რემდესივირის" გამოყენების საკითხი კლინიკური ჯგუფის გადასაწყვეტია.

„კლინიკური ჯგუფს შეაქვს პროტოკოლში თუ როდის და რა ფაზაში ხდება პრეპარატის გამოყენება. მიმდინარეობას მოლაპარაკება და ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისად ჩამოყალიბდება პროტოკოლი", - აღნიშნა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები