მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი რეფორმაზე: კომუნიკაციაში ვიყავით კლინიკების ფინანსისტებთან და არა ექიმებთან

5dda293ad30af
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.19 11:00
2188
ჩვენთან კომუნიკაციაში იყვნენ კლინიკების ფინანსისტები და არა ექიმები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “რეალურ სივრცეში” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. გადაცემაში ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

ექიმების ნაწილის განცხადებით, რეფორმის გამოცხადებამდე სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია ექიმებთან, სადაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმაზე დაიწყებოდა საუბარი, მინისტრი აცხადებს, რომ კომუნიკაცია იყო კლინიკების ფინანსისტებთან, თუმცა, მანამდე პროცესში ექიმებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც სამინისტროში ექიმთა საბჭოს წევრები არიან.

“მინდა მივმართო ექიმებს: ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროს მხრიდან, არ ეწინააღმდეგება მათს ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება პაციენტების შემოსავლებს. არ ეწინააღმდეგება არც მათს შემოსავლებს, არც სამედიცინო მომსახურების ხარისხსს.

კომუნიკაცია იყო, ივლისის თვეში, აგვისტოში. ექიმები წარმოადგენენ სამინისტროში ექიმთა საბჭოებს და პროფესიულ საბჭოებს, რომლებიც დებენ ქვეყნის სტანდარტის გაიდლაინებს, რომლითაც შემდეგ ხელმძღვანელობბენ ფინანსისტები. ჩვენთან კომუნიკაციაში იყვნენ ამ კლინიკების ფინანსისტები და არა ექიმები, რადგან ექიმების მხრიდან მოწოდებული გაიდლაინებით ჩვენ ვიხელმძღვანელეთ”,- განაცხადა მინისტრმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები