მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების ეფექტის გასაანალიზებლად სულ მცირე 2 კვირაა საჭირო

5fcf40177067e
ინგა მურუსიძე
08.12.20 13:14
554
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ რეგულაციების შემსუბუქება ინფიცირების შემთხვევების მატებასთან პირდაპირ პროპორციულია. როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა არა იმდენად, რომ მთავრობამ დადებით გამოსავლებზე დაიწყოს ფიქრი". 

„შეზღუდვების დაწესებიდან ერთი კვირა გავიდა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, თუ რა იქნება შედეგი, ჯერ ადრეა. სულ მცირე ორკვირიანი პერიოდი არის საჭირო, რომ გარკვეული ანალიზი გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ შემდეგი კვირის დასაწყისში შეგვეძლება ვიფიქროთ იმაზე თუ რა შედეგები გვაქვს. რაც შეეხება რეგულაციების შემსუბუქებას, თქვენ იცით, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში ეს პირდაპირ პროპორციულია ინფიცირების შემთხვევების მატებასთან.

ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესიისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა საქართველოში ვირუსი, რათა დაგვეწყო ვირუსის მართვა, რაც დღეისთვის მიღწეულია. ჩვენ ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რაც 1,92-დან 1.16-მდეა შემცირებული. ეს კარგი შედეგია, თუმცა არა ისეთი, რომ დადებით გამოსავლებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის: 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, წინასაახალწლო დღეების გამოკლებით, ქვეყანაში რიგი შეზღუდვებია დაწესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები