მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის რეფორმების სამოქმედო გეგმა დარგობრივ ასოციაციებთან მომავალ კვირაში განიხილება - სამინისტრო

631b41012d522
BM.GE
09.09.22 18:40
481
ჯანდაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სამინისტროს რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. უკვე მომზადებულია სამინისტროს პოზიცია კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტთან მოთხოვნასთან და ექთნების, ექიმების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.
რეფორმების დიზაინი და სამოქმედო გეგმა ვადებით, დარგობრივ ასოციაციებთან და სამინისტროს თემატურ ჯგუფთან შორის შეხვედრაზე მომავალ კვირაში განიხილება.

როგორც რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა რეფორმას ახორციელებს.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა გახდება სავალდებულო.

"სამედიცინო პერსონალის ღირსეული ანაზღაურებისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ კლინიკებს მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მოეთხოვებათ.

ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ, რათა სამედიცინო სერვისებზე მსოფლიოში წარმატებული ანაზღაურების - DRG სისტემა დაინერგოს. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელით (DRG) ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის კლინიკებს გადაუხდის.

წამლის ფასის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, მომდევნო წლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, რაც ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულებაზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.
ყველა ამ პროექტზე, სამინისტრო, სამედიცინო სფეროს უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რაშიც მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისები უწევენ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები