მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად იქნება ჩვენი ყურადღების საგანი - ცოტნე ყავლაშვილი

6329b741d5e9c
ინგა მურუსიძე
20.09.22 18:05
924
დღეს პარლამენტში გენერალური აუდიტორის კანდიდატს, ცოტნე ყავლაშვილს პარლამენტში მოუსმინეს. „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ყავლაშვილს ჰკითხა, რამდენად დაინტერესდება ჯანდაცვის სამინისტროს შემოსავლებით, თუ ის გენერალური აუდიტორის პოსტზე დაამტკიცეს. ამასთან, ნაცვლიშვილმა საჯარო პირობა დადო, რომ თუ ყავლაშვილი უწყების შესწავლის პირობას დადებს, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს მივმართე, რომ აუდიტის სამსახურს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში როგორც კერძო წყაროდან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მობილიზებული მილიონობით ლარის ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა შეესწავლა. სამწუხაროდ, მოქმედი აუდიტორი ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ ამ საკითხს ვერ ჩაუღრმავდა. გაქვთ თუ არა მზაობა, რომ ტრიბუნიდან ისაუბროთ ამ საკითხზე. თუ მოვისმენ საჯარო დაპირებას, რომ შეისწავლით კოვიდის დროს დახარჯული მილიონობით ლარის ეფექტიანობას და კანონიერებას, ამ დარბაზში ვდებ პირობას, რომ მხარს დაგიჭერთ“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს.

ყავლაშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯერ 2023 წლის გეგმა არ იცის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღების საგანი იქნება.

„ქალბატონო ანა, აუცილებლად მოვინიშნავ ამ საკითხს, შევისწავლი დღეს არსებულ გეგმას 2023 წლისთვის, რაც არის აუდიტის სამსახურში შემუშავებული და რესურსიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. ჩემს პრიორიტეტებში მე დავასახელე, რომ აუდიტების დაფარვის არეალის გაზრდა იქნება მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ძალიან დიდ ნაწილს ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აუცილებლად იქნება ჩვენი ყურადღების საგანი“, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები