მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ტარიფის დადგენაზე მუშაობს“ - რას სთავაზობენ კლინიკები უწყებას?

62c45785c1423
ელენე გოგბერაშვილი
05.07.22 21:30
785
სამედიცინო სექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ კოვიდ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. როგორც BM.GE-სთან ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ანაზღაურების არსებული მოდელის მიხედვით, სამინისტრო ჰიბრიდულ კლინიკებს დაჯავშნილ საწოლებში ფიქსირებულ ტარიფს აღარ უხდის და მხოლოდ ფაქტობრივ ხარჯს უნაზღაურებს. როგორც მაია მახარაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის ასოციაციამ უკვე მიმართეს სამინისტროს კოვიდ-პაციენტის მომსახურების ანაზღაურების აღნიშნული მოდელი შეიცვალოს.

„კოვიდის ტარიფის დადგენის საკითხი რამდენიმე თვის წინ დაისვა, რადგან პიკმა დაიწია და ერთეულ შემთხვევებში რა ტიპის მოდელით მოხდება ანაზღაურება უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ჩვენი კომენტარები მივაწოდეთ სამინისტროს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დღეს რაც ვიცით, რაც დადგენილებაშიცაა დაფიქსირებული, თუ კლინიკაში შემოსულ პაციენტს დაუდასტურდება კოვიდი, ანაზღაურება მოხდება ფაქტიური ხარჯით. რაც პანდემიის პიკურ სიტუაციაში გვქონდა როგორც კოვიდ, ისე ჰიბრიდულ კლინიკებს, რა დროსაც დაჯავშნილ საწოლებში ფიქსირებული ტარიფი იხდებოდა, ეს ნამდვილად ასე აღარ იქნება. არ ვიცი კოვიდ კლინიკებში თუ დატოვეს, მაგრამ ჰიბრიდულებში ეს ასე აღარ არის. გადახდა ხდება მხოლოდ პირდაპირი ხარჯით, თუმცა მუშაობა მიდის კოვიდ ტარიფზე, რომლითაც ყველასთვის გასაგები იქნება, როგორი ტიპის ანაზღაურებით წავა სამინისტრო.

რადგან საწოლების დაჯავშნა აღარ ხდება, ჩვენი შეთავაზება იყო შემდეგი: ისედაც რეანიმაცია კოვიდის დროს ასეთი ტარიფით ანაზღაურდებოდა, მაგრამ თერაპიული საწოლები ალბათ ჯობია ისევ, ფიქსირებული და დამატებული ხარჯით ანაზღაურდეს იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა პაციენტი წვება კლინიკაში.

ასეთ დროს კლინიკების მთავარი პრობლემაა პერსონალის ანაზღაურება, რომელიც მერე უნდა მიაკუთვნო პაციენტს. ყველაზე დიდი რისკი ეს არის, თორემ სივრცის თავლსაზრისით ეს მოგვარებადია“,-აცხადებს მაია მახარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები