მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ორსულებისთვის ონლაინ-კლინიკის შექმნაზე მუშაობს - მინისტრის მოადგილე

611f7f869fbf6
მარიამ ადამია
20.08.21 14:08
1316
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-ინფიცირებული ორსულებისთვის ცალკე ონლაინ კლინიკის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მეან-გინეკოლოგებით დაკომპლექტდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან კოვიდ-ინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ დილით გვქონდა ამ თემაზე შეხვედრა მეან-გინეკოგების ასოციაციის წარმომადგენელთან და დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური გააქტიურება მათ შორის ორსულების ტესტირება. ანუ ორსული თუ ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე მიდის კლინიკაში, მნიშვნელოვანია მას შევთავაზოთ კოვიდ ტესტირება, არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა მას სიმპტომი.

უწყება მუშაობს ასევე ცალკე ონლაინკლინიკის შექმნაზე, რომელიც სპეციალურად დაკომპლექტებული იქნება მეან-გინეკოლოგებით და გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძრითადად ოჯახის ექიმებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც, როგორც გაბუნია ამბობს, შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, თუმცა მაინც დამძიმებული ეპიდ-ვითარების ფონზე საქმეში მეან-გინეკოლოგები ჩართვა საჭირო გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები