მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო "რესპუბლიკურის" კონცეფციას საავადმყოფოს თანამშრომლებს 7 აპრილს წარუდგენს

642ac9d585703
ინგა მურუსიძე
03.04.23 16:50
465
ჯანდაცვის მინისტრი 7 აპრილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დაახლოებით თვენახევრის წინ, როცა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პირველად გავაჟღერე, რაც ეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციას, მაშინ ვთქვი, რომ პირველადი დასკვნებით, აუცილებელი იქნებოდა შენობის ნაწილის მაინც დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება. ამის შემდეგ გადის დრო და რატომღაც გასული ორი კვირის განმავლობაში ხდება გააქტიურება ამ კუთხით. ჩვენ ვმუშაობდით კონცეფციაზე, და იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი სამსახურით, ან გაგრძელდებოდა სახელფასო ანაზღაურების გადახდა.

პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ეს ღონისძიება, დეტალურად წარვადგენთ ჩვენი შეთავაზების ყველა პირობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე დეტალურად გავივლით რა ინფორმაციაც გვაქვს ამ ეტაპზე კლინიკასთან დაკავშირებით, რა გზით მივდივართ. რადგან პროცესი არის არცთუ ისე ხანმოკლე. პარალელურად, რამდენიმე კომპანიაში მიდის შეფასებითი სამუშაოები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ტექნიკური თვალსაზრისით, რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია განხორციელდება თუ რა, მივიღებთ უკვე ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, თანამედროვე კლინიკა და სტანდარტების შესაბამისი, არ შეიცვლება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობას სწავლობს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ისევე როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული ექსპერტების ჯგუფი.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ბოლო წლებში სწავლობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას, შესწავლის პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერებული იყო, დღეს პროცესი ისევ გრძელდება და საბოლოო დასკვნა მალე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები