მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი გვაქვს

ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

"შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები. ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები