მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის სამინისტრომ "ჰეპა-მერცის" საინფუზიო ხსნარის რეალიზაცია შეაჩერა

5c260a21cd9e1
BM.GE
28.12.18 15:30
729
ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10“ სერია: 711121 სპეციფიკაციით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის (ხსნარის ფერის შეცვლა) შესახებ.

მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა.

ფარმაცევტული პროდუქტი „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები