მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დაიწყო

6118f9e016206
ვიქტორია მღებრიშვილი
15.08.21 15:25
5908
ჯანდაცვის სამინისტრომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დაიწყო - ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის უწყებაში დაუდასტურეს.

სამინისტროში იმასაც განმარტავენ, რომ პირველი საველე ჰოსპიტალი თბილისში დიღომში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ არსებულ ოლიმპიურ სოფელში, სპორტულ დარბაზში მოეწყობა, თუმცა რამდენ საწოლზე იქნება გათვლილი ან როდის ამოქმედდება ის, უწყების ცნობით, დეტალებთან დაკავშირებით ხვალ - ორშაბათს, ჯანდაცვის მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საველე ჰოსპიტლების მოწყობის პირველი კადრები და ინფორმაცია დღეს პალიტრანიუსმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები საქართველოში მკვეთრად გაზრდილია, ამ ეტაპზე ვირუსს 53 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის.