მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-მა 426 367 ლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა

5fbff308cbdb8
თამთა ჯიჯავაძე
26.11.20 22:28
1917
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-მა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 426 367 ლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა.

კერძოდ, სსიპ-მა 9 ერთეული III კლასის მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვაზე შპს "ჯითი მოტორსთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც 2020 წლის 16 ნოემბრით თარიღდება. ხელშეკრულების ღირებულებამ 281 902 ლარი შეადგინა. ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება კი 31 322 ლარია. საუბარია Ford Fiesta Trend-ის ავტომობილებზე, რომელთა გამოშვების წელი 2019 წელია. მწარმოებელი ქვეყანა კი გერმანია.

გარდა ამისა, კიდევ ერთი შესყიდვის მიხედვით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 12 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება სამი ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამჯერად შპს "სენა ავტოსთან", ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 144 465 ლარს. ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება კი 48 155 ლარია. რაც შეეხება მოდელს, საუბარია SsanYong Tivoli-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები