მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის უწყებას კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო კომპონენტის გაძლიერება დაევალა

5fa539d6676af
BM.GE
06.11.20 15:54
931
დღევანდელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო კომპონენტის გაძლიერება დაევალა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობაზე.

"აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ. ამასთან, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც.

ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს"-ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები