სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%-ს შეადგენს. ამასთან ციფრული ჯანდაცვის აუდიტის მიხედვით იდენტიფიცირდა, რომ 38 ექიმის მიერ სამედიცინო პრეპარატების გამოწერა გარდაცვლილი პაციენტებისათვის განხორციელდა. ჯამში გასული კვირის ბოლოს აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის ეფექტიანობის ოთხი კვლევა წარადგინა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს ეხება. რა საკითხები მოხვდა ანგარიშებში და როგორია რეკომენდაციები?