მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მაღალჩინოსნები სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის კლინიკებს შეხვდნენ - თემა ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა იყო

შეხვედრა
04.07.24 11:15
99

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, გასვლითი შეხვედრა ბორჯომში გამართა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონის კლინიკების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

შეხვედრაზე კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლინიკების პასუხისმგებელ პირებს მოუსმინეს და რეფორმასთან დაკავშირებით მათ კითხვებს უპასუხეს, ასევე გაიმართა დისკუსია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გასვლითი შეხვედრებს უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ატარებს, რომლებიც ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზებას და რეფორმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობას ეთმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები