მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის მინისტრი შვეიცარიულ ფარმაცევტული კომპანია „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს შეხვდა

323
24.10.25 12:29
349

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე.

მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ ხარისხიან და ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომა, რაც საბოლოოდ, გაზრდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტიანობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებიც განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში, ინოვაციური ჯანდაცვის პროექტების განხორციელებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები