მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

კობახიძემ მიხეილ სარჯველაძე წარადგინა მინისტრად

ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

2018 - 2020 წლებში ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 2013 - 2018 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა; 2012 - 2013 წლებში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეობდა; 2010 - 2012 წლებში შპს "საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე" - ადვოკატი, პარტნიორი; 2003 - 2010 წლებში კს "სვანიძე და პარტნიორები" - ადვოკატი, პარტნიორი; 1999 - 2003 შპს "საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე"-ში ადვოკატად მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები