ის, რაც მოქმედმა პრემიერმა ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს დაუწუნა კომუნიკაციის და მართვის ხარისხია. ახალი მინისტრი ამბობს, რომ მაქსიმალური გახსნილობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამედიცინო საზოგადოების ჩართულობა არის მთავარი ინსტრუქცია, რაც მან პრემიერისგან მიიღო. რა სისტემური ხარვეზები ხვდება მიხეილ სარჯველაძეს ჯანდაცვის სისტემაში, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის დაწყებული რეფორმები, როგორი არის და უნდა იყოს მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა?