მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS ფარმასექტორი - შეფასებები

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ხოლო აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. “ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.”-ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში განმარტავენ, რომ არსებული არასამართლიანი ფასებით და არაჯანსაღი კონკურენციით ზარალდება მომხმარებელი. მათი თქმით, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები