მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას, რით ხდება აქციის მონაწილეების დაშლა" - არჩილ მორჩილაძე

მორჩილაძე

"ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას, რით ხდება აქციის მონაწილეების დაშლა", - ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ეს გაზი CS-ს ტიპისაა, რომელიც 9 აპრილს იყო გამოყენებული, მას როგორც გრძელი, ასევე მოკლევადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„აღიარებულია, რომ გაზის გამოყენება არის უსაფრთხო, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თქვას, რა ნივთების გამოყენება ხდება აქციის მონაწილეების დაშლისთვის. როდესაც გვეცოდინება რა ნივთიერება არის, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება „დაგუგლოს“ და ნახოს რა დოზით რა ზიანის მიყენება შეეძლება. მე არ ვიცი ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს რა ნივთიერებებით ხდება დემონსტრანტების დაშლა. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. თუ არსებობს და მიწოდებულია, კიბატონო.

კიდევ ერთი, რაც გავრცელდა, თუ ეს არის ის გაზი, რასაც CS-ს ვეძახით, ჩვენს თაობას ძალიან კარგად ახსოვს 9 აპრილს იყო გამოყენებული. მას აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები. აქ საუბარია დიდ დოზაზე. CS-ის შემთხვევაში, რომელიც 9 აპრილს იქნა გამოყენებული, დადგინდა, რომ ხალხი არა ჭყლეტის, არამედ გაზის მაღალი კონცენტრაციით გარდაიცვალა. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა ითქვას რით ხდება ამ ხალხის დაშლა. იგივე პატრულის თანამშრომლები, რომლებიც ნიღბების გარეშე არიან, ასევე აქციის მონაწილეების ტანსაცმელზეც დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში, შეიძლება დამწვრობაც მოხდეს. შესაბამისად, შრომის ინსპექციაც უნდა დაინტერესდეს თუ აქვთ ამ ადამიანებს ინსტრუქცია მიღებული. ვინც დემონსტრანტების დაშლას ახორციელებდა, არ გამოვრიცხავ, რომ მათზე რაღაც დროის შემდეგ აისახოს“, -ამბობს მორჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები