მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის სექტორი 2024 წელს 12%-ით, ₾4,7 მილიარდამდე გაიზარდა - რა ტენდენციები ვითარდება სექტორში?

საქართველოში ჯანდაცვის სექტორი იზრდება, იზრდება ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერების ფინანსური მაჩვენებლებიც. თიბისი კაპიტალის შეფასებით, სექტორი ზომიერად არის კონცენტრირებული, სადაც ათი ძირითადი საავადმყოფო შეადგენს ბაზრის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 50%-ს, ხოლო დარჩენილი წილი ნაწილდება მცირე პროვაიდერებს შორის. მიწოდების მხრივ, არასაკმარისი ჯანდაცვის მუშახელი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მედდა-ექიმთან თანაფარდობა გაცილებით დაბალია ევროკავშირის სტანდარტებზე და რეგიონალური ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებზე. ამასთან ჯანდაცვაზე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდებს კვლავ მაღალი წილი უჭირავს, რაც ჯანდაცვაზე მოსახლეობის მაღალ ფინანსურ ტვირთზე მიუთითებს. ამის შესახებ სექტორული მიმოხილვა თიბისი კაპიტალმა მოამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები