მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები - რა გავლენა ექნება ფარმაცევტულ ბიზნესზე?

BM.GE
14.06.23 10:26
214
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, პროექტის განხილვა სტანდარტული წესით გაგრძელდება, მისივე განმარტებით ამის მიზეზი რიგი საკითხების სიღრმისეულად გაანალიზების საჭიროებაა. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, რომლის განხილვის ვადებიც შეიცვალა, ეს უკავშირდება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდას და ფუნქციების გაძლიერებას. 

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება. 

ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების წარმოების მოდერნიზაციის მიზნით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება, გამოიყენოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ცვლილებების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს შეეძლება შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს. მოქმედი კანონმდებლობით კი, ამის გაკეთება რეგულირების სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეუძლია. 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკის საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, მიმართვიდან 72 საათის ვადაში. „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტშია აღნიშნულია, რომ ცვლილებებით, უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი. რა აქვს საქართველოს პარლამენტს დასაზუსტებელი და რას ელის სექტორი?

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები