ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გლობალურად ეწყობა სხვადასხვა აქტივობები: ჯანმრთელობის მხარდაჭერის კამპანიები; ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები; სემინარები; ვორქშოფები; სკრინინგები. ყველაფერი ეს გამოიყენება ჯანმრთელობის შესახებ შეტყობინებების გასაძლიერებლად და ფართო აუდიტორიის ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებში ჩასართავად. არ ჩამორჩება ამ კამპანიას არც საქართველო. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა. ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და გააერთიანა დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ერთიანი ჯანმრთელობის მნიშვნელობის განსახილველად.


































