თამბაქოს მწარმოებელი კომპანია Japan Tobacco-ს მენეჯმენტი რუსეთში ბიზნესის გაყიდვას განიხილავს - უმსხვილეს კომპანიაში ბიზნესის შემდგომი განვითარების და რუსეთში აქტივების გაყიდვის სხვადასხვა ვერსია განიხილება.
„რუსეთში ახალი საინვესტიციო და მარკეტინგული საქმიანობა შევაჩერეთ. რთული და არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით JTI ჯგუფი რუსეთში ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ვარიანტის განხილვას აგრძელებს, მათ შორისაა რუსეთში ბიზნესის ადგილობრივი ინვესტორებისთვის გადაცემის საკითხიც“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
JTI ჯგუფი რუსეთში ოთხ ქარხანას ფლობს: ორი ქარხანა სანკტ-პეტერბურგში და დონის როსტოვში მზა პროდუქტებს აწარმოებს, ხოლო ქარხნები ლიპეცკისა და ლენინგრადის რეგიონებში ნედლ თამბაქოს ამუშავებენ. რუსეთში JTI ჯგუფს 70 ოფისი და განყოფილება აქვს. კომპანია ფლობს Winston-ის, Mevius-ის, Camel-ის და Sobranie-ს ბრენდებს და სიგარეტის რუსულ ბრენდებს Donskoy Tabak-ი, Kiss-ი, Play-ი, და Troika.

























