მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaquet Droz-ის და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაცია: "მამაკაცის საათი ₾155 000 ღირს"

62c2f6af7107b
მარიამ იზორია
05.07.22 11:29
2483
Chronograph Georgia-მ შვეიცარული და ქართული კულტურა ერთმანეთს დააკავშირა. საქმე ის არის, რომ კომპანიის ინიციატივით, სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საათების მწარმოებელ ბრენ Jaquet Droz-სა და ქართველ მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს შორის თანამშრომლობა შედგა.

კოლაბორაციის ფარგლებში რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ საათებისთვის სპეციალურად შეიქმნა სამი ნახატი სახელწოდებით: ძლიერება, მუდმივობა და მთვარის შუქზე.

No description available.

სულ სამი საათი შეიქმნა. აღსანიშნია, რომ ორი უკვე გაიყიდა და გასაყიდი მხოლოდ მამაკაცის მოდელი დარჩა.  

"ქალისთვის განკუთვნილი მოდელის ღირებულება 120 000 ლარია, უნისექსი 140 000 ლარი ღირდა, მამაკაცის მოდელის ფასი კი 155 000 ლარია”, - უთხრეს bm.ge-ს “ქრონოგრაფში”.

ინფორმაციისთვის: პროექტის იდეა 2019 წელს გაჩნდა. რუსუდან ფეტვიაშვილმა ექსკლუზიური პროექტის ფარგლებში “Jaquet Droz”-ის მაჯის საათის ციფერბლატისთვის ნახატი “ქალი ფრინველით” შექმნა, რომელიც შვეიცარიაში “Jaquet Droz-”ის სპეციალისტების მიერ ემალიზაციის ტექნიკის გამოყენებით საათის ციფერბლატზე იქნა დატანილი. 2019 წელს განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მხოლოდ ერთი უნიკალური მოდელი შეიქმნა.

2022 წელს კი ქრონოგრაფის განახლებული ინიციატივით ახალი და ბოლო თანამშრომლობა შედგა.

No description available.