"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დეპუტატებს ფულადი ჯარიმა უნდა დაეკისროთ. ამ აზრს, გამოკითხულთა 50% იზიარებს, 41% მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებისთვის პარლამენტარი უფლებამისილების დროებით, ან სამუდამოდ შეჩერებით უნდა დაისაჯოს, 25% კი უფრო ლმობიერია და თვლის რომ გაფრთხილება ამისთვის საკმარისი სასჯელია.
გამოკითხულთა ნაწილი, ასევე მიიჩნევს, რომ გინებისთვის დეპუტატები საერთაშორისო ვიზიტების აკრძალვითაც შეიძლება დაისაჯონ. ამავე კვლევის იხედვით, გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ პარლამენტმა არაეთიკური ქცევების აღსაკვეთად, დოკუმენტი უნდა მიიღოს და მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის მიღება დეპუტატებს არ სჭირდებათ.

























