მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარიმდებიან თუ არა ქვეითები საგზაო წესების დარღვევისას?

ბოლო 5 წელიწადში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითად მოსიარულეებზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, თუ 2018 წელს ამ მიმართულებით 33 000-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა, გასულ წელს ეს რიცხვი 4 600-მდე შემცირდა. ქალაქი ყოველ წლიურად ფეხით მოსიარულეებზე მორგებული ხდება, თუმცა შერბილებული აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, გზებზე ქვეითის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკა მაინც მზარდია. რატომ შერბილდა აღსრულების მექანიზმი გზებზე ქვეითის დარღვევებზე, სად არის გამოსავალი და როგორი უნდა იყოს მიდგომა საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის მიმართ, იმისთვის რომ ყველას უფლებები თანაბრად იყოს დაცული?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები