მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარიმები ₾1.4 მილიონია - რა აჩვენა საწვავის ხარისხის შემოწმებამ?

საწვავი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგად 1.4 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა.

ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, 111 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა 14 ნიმუშში: დიზელის - 12 და ბენზინის 2 სინჯში გამოვლინდა.

"ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები