მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯარიმები პროდუქციას აძვირებს“ - სადისტრიბუციო სექტორი რეგულაციების გადახედვას ითხოვს

საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ღამის საათებში სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის ავტობუსის ზოლების გახსნას ითვალისწინებს, ბიზნესი სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით, ცვლილება სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, რადგან ღამით, დედაქალაქში გადაადგილება ისედაც შეუფერხებელია, ხოლო სავაჭრო ობიექტები ამ დროს პროდუქციას არ იღებენ. დისტრიბუციისთვის მთავარ პრობლემად დილა-საღამოს საათებში დაწესებული შეზღუდვა, სპეციალური საპარკინგე ადგილების სიმცირე და მაღალი ჯარიმებია, რაც საბოლოოდ, პროდუქციის თვითღირებულების ფასში აისახება. სექტორი მერიისგან სპეციალური საპარკინე ადგილების მოწყობას და დღის საათებში გადაადგილების უფლებას ითხოვს. რა გავლენას ახდენს ჯარიმები სექტორის ოპერირებაზე და როგორ აძვირებს პროდუქციას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები