მეორე მოსმენისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაკორექტირდა. როგორც დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გახანგრძლივდება ჯარიმის გასაჩივრების ვადა. ასევე, დავალიანების განაწილების პერიოდი შეზღუდული არ იქნება.
"მეორე მოსმენისთვის არის სამი საკითხი. პირველი არის, რომ ჩვენ გვეწერა: დაჯარიმების გასაჩივრების ვადა იქნებოდა 10 დღე. სხვა კანონებში ვნახეთ, რომ ძირითადად 30 დღეა და გადავწიოთ 30 დღე, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ.
მეორე არის, რომ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ პირველი ნაწილია, როდესაც დაჯარიმდება, 10 სამუშაო დღეს ვაძლევთ, შემდეგ გამოქვეყნდება და კიდევ 10 კალენდარული დღე და კიდევ შემდეგ 10 დღის შემდეგ უკვე 30-ზე გადავედით. ის შუაში რაც არის კალენდარული, ისიც გადავიყვანოთ სამუშაო დღეზე, ანუ უფრო მეტი გამოვა.
დავალების განწილვადება გვეწერა 18 თვე და ეს მოვხსენით, რომ უფრო მოქნილი იყოს სისტემა. შეიძლება მეტი დასჭირდეს ან ნაკლები და ეს პრობლემა რომ არ იყოს. ანუ 18 თვე კი არ იქნება, ექნება განწილვადების საშუალება, მაგრამ რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ, ისე",- თქვა პაატა კვიჟინაძემ.
























