მთავრობამ „ჯავახი ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია მოიწონა.
"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოითხოვოს „ჯავახი ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად.
ამას გარდა, სამინისტროს ასევე დაევალა კვლევების მომზადებაზე მთავრობასა და შპს ჯავახი ჰესს შორის ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოს. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 1.2 მგვტ, რაც წელიწადში დაახლოებით 6.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას გულისხმობს.




























