მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა გვწერენ, ღირს თუ არა საქართველოში გაჩერება - სასტუმრო ზუგდიდში

გესთ ჰაუსი

საოჯახო სასტუმრო Casa de Khasia-ს მენეჯერი, რუსუდან ყალიჩავა ამბობს, რომ მის სასტუმროში ამ ეტაპზე ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა მომავალში დაჯავშნის მსურველები მუდმივად კითხულობენ, თუ როგორი ვითარებაა ქვეყანაში.

როგორც მან bmg-ის განუცხადა, 5-7 წლის უკან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა აღმოსავლეთ ევროპიდან, გასულ წერს დამსვენებლების დიდი ნაწილი იყო გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან და მექსიკიდან. რაც შეეხება გასულ და მიმდინარე წელს, როგორც ყალიჩავა ამბობს, მოიმატა ტურისტების რიცხვმა ტაილანდიდან.

„ჩემი სასტუმრო-სახლი მდებარეობს ზუგდიდში. ჩვენ ძირითადად booking-ით ვმუშაობთ. ჯერჯერობით მასიური გაუქმება ჯავშნების არ ყოფილა, თუმცა ბევრმა მოიწერა და იკითხა მდგომარეობა. იციან ინფორმაციები და სტუმრები ხშირად ამ არასტაბილურ მდგომარეობას ცოტა საფრთხედ აღიქვამენ. ცდილობენ გაარკვიონ, ღირს თუ არა საქართველოში გაჩერება“, - თქვა ყალიჩავამ.

სასტუმროს დამფუძნებელი ამბობს, რომ დაყოვნების მაჩვენებელი ზუგდიდის სასტუმროში ძირითადად ერთი, 2 ან სამი ღამეა, რადგან ზუგდიდის სასტუმროში ჩერდებიან სვანეთში წამსვლელი, ან სვანეთიდან მომავალი ტურისტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები