“რუსული კანონის” მიღების პარალელურად არ წყდება მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი. აქციის მონაწილეები კეტავენ გზებს და ცდილობენ მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის. ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონის შედეგებს ტურისტული ინდუსტრია უკვე გრძნობს. მანიფესტაციები სასტუმროებზე, განსაკუთრებით კი ცენტრალურ გამზირზე მდებარე ობიექტების ჯავშნებზე აისახა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კონკრეტულ ზარალზეც საუბრობენ. Რა მდგომარეობაა ქვეყნის ტურისტულ სექტორში და მოვლენების ფონზე რა მოლოდინები აქვთ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს?