მინისტრის მოადგილეს სჯერა, თუმცა ე.წ რუსული კანონის 3 მოსმენით მიღების და სახელმწიფო დეპარტამენტიდან სანქციებთან დაკავშირებული გზავნილების, თუ ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკის შემდეგ - ტურისტული ინდუსტრია კანონის ეფექტს უკვე გრძნობს. პროტესტის მიზეზის თუ მას მოყოლილი ქმედებების გავლენით განსაკუთრებით თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროების ჯავშნები შემცირდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კონკრეტულ ზარალებს უკვე ითვლიან. რა მდგომარეობაა სექტორში და მოვლენების ფონზე რა მოლოდინები აქვთ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს.